top of page

შეკვეთის დაბრუნების პირობები

1. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (14-დღიანი დაბრუნება)

1.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე (ონლაინ შენაძენზე) ნივთის მფლობელობაში მიღებიდან **14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.** (გამოკალისები იხილეთ ქვემოთ)

1.2. ამ უფლების გამოსაყენებლად, მომხმარებელმა ამ 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე ჩვენ უნდა მოგვაწოდოს მკაფიო წერილობითი განცხადება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ (ელ-ფოსტაზე: Dolcevitageorgia@gmail.com).

1.3. მომხმარებელი ვალდებულია დაგვიბრუნოს ნივთი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.

 

2. დაბრუნების წინაპირობები

2.1. 14-დღიანი დაბრუნების უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქტი არ არის გამოყენებული;

  • შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სასაქონლო იერსახე და სამომხმარებლო თვისებები;

  • პროდუქტს ახლავს ქარხნული შეფუთვა (ყუთი) და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სალაროს ჩეკი ან/და ინვოისი), არ აქვს დაზიანებული ეტიკეტი და ვიზუალური იერსახე.

2.2. ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ **პირდაპირ სატრანსპორტო ხარჯებს ფარავს მომხმარებელი.**

2.3. მიუწვდომელი მისამართი ან მიმღები/ადრესატი თუ შეკვეთა დაბრუნდა არასწორი მისამართის ან მიმღების მიუწვდომლობის გამო (კურიერმა ვერ მოახერხა სატელეფონო კავშირის დამყარება, მიმღების მიზეზით)  ხელახლა გაგზავნის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს.

3. თანხის ანაზღაურება

3.1. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს უბრუნებს პროდუქციაში გადახდილ თანხას სრულად (საკურიერო მომსახურების საკომისიოს არ ბრუნდება

3.2. თანხის ანაზღაურება მოხდება დაბრუნებული ნივთის უკან მიღებიდან და მისი მდგომარეობის შემოწმებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, საბანკო გადარიცხვის საშუალებით.

 

4. გამონაკლისები (შემთხვევები, როცა 14-დღიანი დაბრუნება არ ვრცელდება)

4.1. კანონმდებლობის შესაბამისად, 14-დღიანი უარის თქმის უფლება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

  • თუ მომხმარებელმა შეკვეთის ვებ-გვერდზე გაფორმებისას მიუთითა ან/და სხვა ფორმით გამოხატა სურვილი ყავის მარცვლების დაფქვის მომსახურების მიღების შესახებ.

  • თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა არის დაზიანებული (გახსნილი)

bottom of page