წესები და პირობები | კონფიდენციალურობა |
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში „ხელშეკრულება“) არეგულირებს ურთიერთობას ი/მ იტალფუდს ჯორჯია (ს/კ: 50001003272) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) და ვებგვერდ DOLCEVITACOFFEE.GE-ით მოსარგებლე პირს (შემდგომში „მომხმარებელი“ ან „თქვენ“) შორის.
1.2. ვებგვერდზე რეგისტრაციით ან/და რეგისტრაციის გარეშე, სტუმრის სტატუსით, პროდუქციის შეძენით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
2. მომსახურების მიმწოდებლის (კომპანიის) იდენტიფიკაცია
2.1. კომპანიის დასახელება: ი/მ იტალფუდს ჯორჯია
2.2. საიდენტიფიკაციო კოდი: 50001003272
2.3. ელ-ფოსტა: DOLCEVITAGEORGIA@GMAIL.COM
2.4. ტელეფონი: +995 568 77 11 04
3. რეგისტრაცია და ანგარიში
3.1. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის შემთხვევაში მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია.
3.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე, პაროლის კონფიდენციალურობაზე და მის ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
4. შეკვეთის განთავსება
4.1. პროდუქციის დეტალური აღწერა, მახასიათებლები და საბოლოო ფასი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით) მოცემულია პროდუქციის გვერდზე.
4.2. მიწოდების საფასური გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას და ემატება პროდუქციის ღირებულებას.
4.3. მომხმარებელი პროდუქტს ამატებს ვირტუალურ კალათაში, ირჩევს მიწოდების მისამართს და გადახდის მეთოდს.
5. ინტელექტუალური საკუთრება
5.1. ვებგვერდზე განთავსებული სრული კონტენტი (ტექსტი, გრაფიკა, ლოგოები, სურათები) წარმოადგენს კომპანიის ან მისი პარტნიორის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებებით. დაუშვებელია მისი გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ფორს-მაჟორული სიტუაციებით (მაგ: სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ტექნიკური ხარვეზები და ა.შ.) გამოწვეულ შეფერხებებზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ამუშავებს ი/მ იტალფუდს ჯორჯია (ს/კ: 50001003272) (შემდგომში „ჩვენ“ ან „მონაცემთა დამმუშავებელი“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
1. მონაცემთა დამმუშავებლის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია
1.1. დამმუშავებელი: ი/მ იტალფუდს ჯორჯია
1.2. საკონტაქტო ელ-ფოსტა: dolcevitacoffee@gmail.com
1.3. ტელეფონი: + 995 568 77 11 04
2. ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ მონაცემებს:
2.1. საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი.
2.2. საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, მიწოდების მისამართი.
2.3. ფინანსური მონაცემები: გადახდის დეტალები (მუშავდება ჩვენი საგადახდო პარტნიორის, UNIPAY-ს მიერ).
2.4. ტექნიკური მონაცემები: ქუქი-ფაილები (Cookies).
3. მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი
3.1. შეკვეთის დამუშავება და შესრულება: ჩვენ ვიყენებთ თქვენს სახელს, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას, რათა დაგიმუშაოთ შეკვეთა და მოგაწოდოთ პროდუქტი. (სამართლებრივი საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება).
3.2. მომხმარებელთან კომუნიკაცია: ჩვენ ვიყენებთ თქვენს ელ-ფოსტას და ტელეფონის ნომერს შეკვეთის სტატუსის ან/და წარმოქმნილი პრობლემების შესახებ დასაკავშირებლად. (სამართლებრივი საფუძველი: ხელშეკრულების შესრულება).
3.3. კანონიერი ვალდებულებების შესრულება: საგადასახადო და ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება. (სამართლებრივი საფუძველი: ი/მ იტალფუდს ჯორჯია-ს იურიდიული ვალდებულების შესრულება)
4. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე
თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს შემდეგ მესამე პირებს მხოლოდ ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად:
4.1.საგადახდო სისტემები (მაგ: Unipay): ტრანზაქციის უსაფრთხოდ დამუშავებისთვის.
4.2.საკურიერო კომპანია: თქვენი შეკვეთის ტრანსპორტირებისთვის და მოწოდებისთვის.
4.3. სახელმწიფო ორგანოები: მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.4. Google Analytics 4 (GA-4): ეს ინსტრუმენტი გვეხმარება ვებგვერდის ტრაფიკის ანალიზში. ის აგროვებს ანონიმიზირებულ (ან ფსევდონიმიზირებულ) ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ საიტს (მაგ., რომელ გვერდებს სტუმრობთ, რამდენ ხანს ჩერდებით, თქვენი ზოგადი გეოგრაფიული მდებარეობა და მოწყობილობის ტიპი). ეს მონაცემები გადაეცემა Google-ს დასამუშავებლად, რათა მივიღოთ სტატისტიკური ანგარიშები.
4.5. Meta Pixel: ეს ინსტრუმენტი გვაძლევს საშუალებას, გავზომოთ ჩვენი რეკლამების ეფექტურობა და მოგაწოდოთ მიზნობრივი რეკლამა Meta-ს პლატფორმებზე (Facebook, Instagram). ის აფიქსირებს თქვენს კონკრეტულ მოქმედებებს საიტზე, როგორიცაა პროდუქტის ნახვა, კალათაში დამატება ან შეძენის დასრულება.
5. მონაცემთა შენახვის ვადები
ჩვენ ვინახავთ თქვენს მონაცემებს იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ან/და რამდენსაც მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა (მაგ. საგადასახადო მიზნებისთვის).
6. მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
6.1. მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ.
6.2. მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება.
6.3. მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა.
6.4. ამ უფლებების გამოსაყენებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით Dolcevitageorgia@gmail.com-ზე.



