top of page

ჩვენს შესახებ

DOLCEVITA • დოლჩევიტა არის კომპანია ITALFOODS-ის პრემიუმ ხარისხის ყავის ხაზი - დაბადებული ჩრდილოეთ იტალიაში

კომპანია ITALFOODS-ის ისტორია, 1990-იან წლებში სიმონდების იტალიურ ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციით იწყება.

​

სიმონდების ოჯახის ბიზნესი, ათეულობით წელი,  ყავის მარცვლების მოხალვას და ნამდვილი იტალიური ესპრესოს კულტურას ემსახურებოდა.

​

სწორედ ამ გამოცდილებამ და სიყვარულმა მარცვლის მიმართ წარმოშვა ძმების - მატეოსა და მანუელეს სურვილი, რომ ტრადიცია ახალ დონეზე აეყვანათ. ასე დაიბადა ბრენდი, რომელიც დღეს ცნობილია სახელით - DOLCEVITA - "ტკბილი ცხოვრება", როგორც ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და დახვეწილი კოლექცია პრემიუმ ყავის მარცვლებისა და თავსებადი კაფსულების სამყაროში.​​

iTALFOODS SRL
ყავა დოლჩე ვიტა

ESPRESSO ITALIANO – ჩვენი პირველი სიყვარული

Dolce Vita-ს ფილოსოფია იწყება იქ, სადაც ყავის მარცვალი იბადება. ფრთხილად შერჩეული არაბიკა და რობუსტა, მარცვლის მოხალვის უნიკალური პროცესი და არომატის ექსკლუზიური ბალანსი ქმნის გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ იტალიას ეკუთვნის.

​

სწორედ ამიტომ, DOLCE VITA- ს პირველი ხაზი, Espresso Italiano, მთლიანად მიეძღვნა ყავას. ეს არის ნამდვილი იტალიური ესპრესოს გამოცდილება - სურნელოვანი, ძლიერი და დახვეწილი, ისეთივე ავთენტური, როგორიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა იტალიაში.

დოლჩევიტა

ასორტიმენტი, რომელიც სცდება ყავის ფარგლებს

Dolce Vita-ს პირველი ხაზი, Espresso Italiano, იტალიური ყავის ტრადიციის პირდაპირი გამოხატულებაა - ძლიერი, სურნელოვანი და დახვეწილი მარცვლები და კაფსულები.

​

მალევე გაჩნდა ახალი ხაზები, რომლებმაც ერთ აპარატში შესაძლებლობების მთელი სამყარო შექმნეს:

  • Espresso Italiano – პრემიუმ ყავის გამოცდილება;

  • Gourmet – კაპუჩინო, არომატული სასმელები და შოკოლადი;

  • Wellness – დაბალი შაქრიანობის სასმელები, მათთვის ვინც ჯანსაღ ბალანსს ეძებს;

  • Relax – ნატურალური ჩაი და ბალახები სიმშვიდის მომენტებისთვის;

  • Kids – ფერადი და გემრიელი სასმელები მომავალი თაობისთვის.​
     

დღეს Dolce Vita - საქართველოში გთავაზობთ: პრემიუმ ხარისხის მარცვლებს, 5 სახეობის ყავის კაფსულებს, ხსნადი ყავის სტიკებს, ექსკლუზიურ ცხელ სასმელებს - DolceVita Gourmet და საბავშვო სასმელების DolceVita KIDS კაფსულირებულ ხაზს.

დოლჩევიტა

დოლჩევიტა საქართველო

Dolcevitacoffee.ge არის ყავის იტალიური ბრენდის, დოლჩევიტას, საქართველოს ოფისის ონლაინ გაყიდვების არხი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია ვებ-გვერდის საშუალებით. ყავის ონლაინ მაღაზია.

შეარჩიე სასურველი პროდუქტი

ყავის მარცვლები

ცხელი სასმელები

bottom of page